როგორ შეხვდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ახალ წელს – „სიენენის“ რეპორტაჟში სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქში ახალი წლის ზეიმის კადრები აჩვენეს, მათ შორის იყო თბილისიც.
საქართველოს დედაქალაქი „სიენენის“ რამდენიმე გამოშვებაში მოხვდა. ჟურნალისტი ჩართვებში, როგორც ქართულ ტრადიციებზე, ჩიჩილაკსა და ჩურჩხელაზე, ისე საახალწლო სამზადისზე ყვება და ამბობს, რომ ახალი წლის დღეებში თბილისი განსაკუთრებით შთამბეჭდავია, მოგვიანებით კი რესპუბლიკის მოედნიდან ერთვება, რომლესაც თბილისის „თაიმზ სქვერს“ უწოდებს. მანამდე „სიენენმა“ სტატიაც გამოაქვეყნა, სადაც 12 ევროპული ქალაქი იყო დასახელებული, რომელთა მონახულებასაც მოგზაურებს შობა-ახალ წელს ურჩევდა. ავსტრიულ, გერმანულ, ფრანგულ, ბელგიურ, ჰოლანდიურ, ნორვეგიულ და პოლონურ ქალაქებს შორის საქართველოს დედაქალაქიც მოხვდა. „ვისაც შობა გიყვართ, საქართველოს და მის დედაქალაქს უნდა ეწვიოთ, აქ შობა-ახალი წელი ნომერ პირველი დღესასწაულია“ – წერდა სტატიაში „სიენენის“ ჟურნალისტი.