ორი დღე რჩება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებამდე.
სადღესასწაულო ღონისძიებების ეპიცენტრში წელსაც რუსთაველის გამზირი იქნება. საზეიმო განწყობას შექმნის ორბელიანების მოედანსა და დედაენის ბაღში მოწყობილი საახალწლო სოფლებიც, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ. 2024 წლის შესახვედრად თბილისის ქუჩები საახალწლო განათებებით ირთვება. ილუმინაციები 15 დეკემბერს ჩაირთვება.