რეგიონებში 2024 წლის შესახვედრად ემზადებიან.
სადღესასწაულო პროგრამა წელსაც ყველა ქალაქს და მუნიციპალიტეტს მოიცავს. დაგეგმილია კონცერტები ადგილობრივი და თბილისიდან ჩასული შემსრულებლების მონაწილეობით, გამოფენები, საზეიმო მსვლელობები და გასართობი აქტივობები. ტრადიციულად მოეწყობა საახალწლო სოფლებიც, სადაც სტუმრებს თოვლის ბაბუა დახვდებათ.