რეგიონებში სადღესასწაულო სამზადისი აქტიურ ფაზაშია.
24 დეკემბრიდან ქვეყნის ყველა ქალაქსა და რაიონში საახალწლო სოფლები გაიხსნება. მოსახლეობისთვის საზეიმო გაწყობის შექმნაზე ადგილობრივი და თბილისიდან ჩასული მუსიკოსები იზრუნებენ. მრავალფეროვანი პროგრამა კონცერტებს, საბავშვო-გასართობ წარმოდგენებს და სადღესასწაულო მსვლელობებს მოიცავს.