რეგიონებში ახალი წლის აღნიშვნა გრძელდება. გურჯაანში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიებები ქალაქის მთავარ გამზირზე 14:00 საათიდან დაიწყო. ნონეშვილის გამზირზე მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და კვების სივრცე. წარმოდგენილია ანიმატორების საბავშვო პროგრამა და გაიმართება ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა. საღამო ანსამბლი „შვიდკაცასა“ და ბენდი „გუფი ლენდის“ კონცერტით დასრულდება.