მომხმარებელთა უფლებების დასაცავად ახალი ბერკეტები ჩნდება.
ფიზიკური თუ ონლაინ-ვაჭრობის დროს შესაბამისი სერვისების არასრულყოფილად მიღების ან დაგვიანების შემთხვევაში მოქალაქეებს უფლება ექნებათ, რომ კომპანიებს კონკურენციის სააგენტოში უჩივლონ. კანონში შესული ცვლილებებით, დარღვევების დადასტურების შემთხვევაში მარეგულირებელ უწყებას ჯარიმების გამოწერის შესაძლებლობა მიეცემა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მომხმარებელთა უფლებები ძირითადად ონლაინ-ვაჭრობის დროს ირღვევა.