14 სექტემბერი ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეა. ცნობილი ქართველი მწერლის გარდაცვალებიდან 40 წელი გავიდა. მოზარდ მაყურებელთა თეატრი ხვალ მორიგ სეზონს გახსნის სპექტაკლით – „მე ვხედავ მზეს“. მეათე წელია, დიმიტრი ღვთისიაშვილის დადგმა ყველა ასაკის მაყურებელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წელს სპექტაკლს განახლებული სამსახიობო შემადგენლობა ჰყავს. მაყურებელს ახალ 98-ე სეზონზე, რეპერტუარში არსებულ სპექტაკლებთან ერთად, პრემიერებიც ელოდება.
თეატრი ასევე არაერთი რეგიონული და საერთაშორისო გასტროლისთვის ემზადება.