ახალი საწარმოს გახსნა

ლილოს დასახლებაში სპილენძისა და ალუმინის ელექტრო სადენების მწარმოებელი საწარმო გაიხსნა.

ქართულმა მხარემ კაბელების მწარმოებელ თურქულ ბრენდთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ საწარმოს მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. დღეისთვის ქარხანაში დასაქმებულია 100-მდე ადგილობრივი.