თურქეთი აშშ-ს ალუმინსა და ფოლადზე ტარიფებს გაუორმაგებს

ანკარა ვაშინგტონს საპასუხოდ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფებს გაუორმაგებს. ანკარაში აცხადებენ, რომ ალუმინისა და ფოლადის თურქ ექსპორტიორებს საერთაშორისო ასპარეზზე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან დაიცავენ.

10 აგვისტოს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქული ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე ტარიფები გააორმაგა. ახალი რეგულაციის თანახმად, თურქულ ალუმინზე ტარიფი 20%, ფოლადზე კი 50% იქნება.