რა გახდა ტარიფების ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აშშ-სა და თურქეთს შორის

ანკარა ვაშინგტონს საპასუხოდ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფებს გაუორმაგებს. თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, შეერთებული შტატების  მიერ თურქეთიდან იმპორტირებულ ლითონზე ტარიფების გაზრდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს ეწინააღმდეგება.

პროდუქტზე დაწესებული ტარიფის პარალელურად, თურქეთის ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა დონალდ ტრამპს ანკარა-ვაშინგტონის ხანგრძლივი მეგობრობა შეახსენა და გააფრთხილა, რომ თურქეთს შეუძლია, ახალი მეგობრები იპოვოს.

რა გახდა ტარიფების ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამერიკასა და თურქეთს შორის, ნახეთ ქეთი თუთბერიძის სიუჟეტში.