საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ყარაფილაში, „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით, ნატურალური სასმელების საწარმო გაიხსნა. საწარმო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორთან და USAID-ის პროექტის ხელმძღვანელთან ერთად გახსნა. საწარმო „კომბუჩა“ ქვეყანაში სრულიად ახალი, ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ჯანსაღი სასმელის წარმოებას გულისხმობს. „კომბუჩა“ ადგილობრივი ნედლეულით იწარმოება. საწარმოში სოფლის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. პროდუქცია საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სავაჭრო ქსელებში გაიყიდება და მომავალში მისი ექსპორტიც განხორციელდება.