საქართველომ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, სამედიცინო ტექნიკა მიიღო. ჟანგბადის 1000 კონცენტრატორი, 500 არაინვაზიური სამედიცინო სასუნთქი გზების ვენტილაციის აპარატი, 400-მდე ჰოსპიტალური საწოლი და კომბინირებული სიპაპები. აღჭურვილობა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან ერთად დაათვალიერა. სამედიცინო აღჭურვილობა განკუთვნილია სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე კოვიდ-19-ის გართულებული შემთხვევების სამართავად იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას კოვიდკლინიკებსა და კლინიკურ სასტუმროებში გადიან.