„ქართული ოცნების“ ინიციატივა, ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ მართლმსაჯულების ხელისშეშლისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს
ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, წინასწარი შეცნობით, მართლმსაჯულებისთვის ხელისშეშლაზე სანქციები მკაცრდება. ფრაქცია „ქართული ოცნება“ გირგვლიანის საქმიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე მუშაობს.
მმართველი გუნდის წევრების განმარტებით, ახალი კანონპროექტი, მოქალაქეებს სახელმწიფო ძალმომრეობისგან დაიცავს და მართლმსაჯულებაში ჩაურევლობას უზრუნველყოფს. ოპოზიციური პარტიების შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა ქართულ ოცნებას ოპონენტებზე დევნის განსახორციელებლად სჭირდება.
მათივე განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობა მართლმსაჯულების ხელშეუხებლობას ისედაც ითვალისწინებს.