ქვემო ქართლში უეფას მეორე კატეგორიის საფეხბურთო მოედანი გაიხსნა.
მარნეულში 2 000 გულშემატკივარზე გათვლილი სივრცე უეფას სტანდარტებითაა მოწყობილი. ობიექტი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა ჯერ კიდევ რვა წლის წინ დაიწყო. პირველი მატჩი ხელოვნურ საფარიან სტადიონზე ერთ კვირაში გაიმართება. პრეზენტაციას პრემიერი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.