ახალი საექსპოზიციო სივრცე

ახალი საგამოფენო სივრცე თბილისში.

მსურველები დასავლეთ ევროპელი ცნობილი მხატვრების ტილოებს ერთ საექსპოზიციო სივრცეში დაათვალიერებენ, რისთვისაც ხელოვნების მუზეუმში სპეციალური დარბაზები გამოიყოფა. მე-17-მე-19 საუკუნეების ხელოვანების ნამუშევრები მუზეუმის მიერ სხვადასხვა აუქციონზეა შეძენილი. მათ შორისაა მხატვარ ალექსეი ანტროპოვის „მეფე თეიმურაზის პორტრეტი“ და 1872 წელს გერმანელი მხატვრის, ბოხის მიერ შექმნილი „მაქმანებიანი ბიჭუნა.“

ხელოვნების სასახლის  ევროპელ მხატვართა კოლექცია დღეს ლიზა ციციშვილმა დაათვალიერა.