შოკოლადის რეალიზაცია ახალი რეგულაციებით მოხდება.
სავალდებულო ხდება ეტიკეტზე პროდუქციის ზუსტი შემადგენლობის დატანა, რათა მომხმარებელმა იცოდეს, შოკოლადს ყიდულობს თუ მასთან მიმსგავსებულ პროდუქტს. რეგლამენტის მიხედვით, შემადგენლობის დეტალური განმარტება მწარმოებლების გარდა იმპორტიორებსაც მოეთხოვებათ. ახალი რეგლამენტი ინგრედიენტების იმ პროცენტულ მაჩვენებლებსაც ითვალისწინებს, რომლებისგანაც შოკოლადი მზადდება. სწორედ ამ ინგრედიენტების შემცველობის შემთხვევაში მიეთითება პროდუქტს ეტიკეტზე შოკოლადი. ეტიკეტირების პროცესი ლაბორატორიული კვლევებით შემოწმდება, დარღვევების შემთხვევაში ჯარიმებია გათვალისწინებული.