ორბელიანის ბაზარი გაიხსნა

ახალი სივრცე დედაქალაქში.

თბილისის უძველესმა და ისტორიულმა სავაჭრო ადგილმა განახლებულ გარემოში დაიწყო ფუნქციონირება. თითქმის ორსაუკუნოვანი კოლმეურნეობის ბაზრის შენობის რესტავრაციის შემდეგ ორბელიანის ბაზარი გაიხსნა. ეს იქნება სამ სართულზე განთავსებული და საინტერესო კონცეფციის მქონე სავაჭრო ტერიტორია აგრარული ბაზრით და კვებითი სივრცით. სასურსათო და არასასურსათო პროდუქციასთან ერთად ადგილზე ქართული და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოცაა წარმოდგენილი.