კლინიკების ნაწილისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება.
დამატებითი სტანდარტების დაკმაყოფილება იმ სამედიცინო დაწესებულებებს მოუწევთ, სადაც ქიმიოთერაპიის პროცედურები და ბარიატრიული, ანუ წონის კლების ოპერაციები ტარდება. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ცვლილების მიზანი, პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაზრდაა. ქიმიოთერაპიის ნაწილში ახალი რეგულაციები მომავალი წლის იანვრიდან, ბარიატრიული ოპერაციების შემთხვევაში კი ოქტომბრიდან ამოქმედდება.