სამუშაო ადგილებზე დამსაქმებლებს კიდევ ერთი ვალდებულების დაცვა მოუწევთ.
პირველი ივნისიდან ახალი დირექტივა ამოქმედდება, რომელიც დასაქმებულების მხრიდან ტვირთის აწევის რეგულირებას ეხება. რეგულაცია ადამიანური რესურსის მაქსიმალურად შეზღუდვას და ტვირთების გადაზიდვის დროს მექანიკური საშუალებების გამოყენებას გულისხმობს. ამ სტანდარტის დამტვიდრებას ქვეყანას ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. სამშენებლო სექტორი მეტ კონკრეტიკას ითხოვს.