„აი დი ეს ბორჯომის“ თანამშრომელთა მოთხოვნა

კომპანია „ბორჯომში“ დასაქმებულები ამ წუთებში საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავენ. ისინი მენეჯმენტთან შეხვედრასა და გარკვეული სახის გარანტიებს ითხოვენ. მათი განცხადებით, ახალი კონტრაქტები, რომელზეც ხელის მოწერა კომპანიამ მოითხოვა, მათთვის მიუღებელია და საჭიროა გარკვეულ შეთანხმებამდე მისვლა. გარდა ამისა, ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

შალვა სუმბაძე იმყოფება ბორჯომში და ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება – დასაქმებულების მხრიდან რა სახის გარანტიებზეა საუბარი?