ავტომობილის გამონაბოლქვის კონტროლი კიდევ უფრო მკაცრდება. ივნისიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია, რომელიც წლების განმავლობაში განიხილებოდა. საუბარია გამონაბოლქვის დამატებით შემოწმების პროცედურაზე, რაც ნიშნავს, რომ ტექნიკური დათვალიერების გარდა მანქანებს ვიზუალურად საეჭვო ფაქტორების დაფიქსირების შემთხვევაში მოძრაობის დროსაც შეამოწმებენ. მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებები პარლამენტში უახლოეს პერიოდში გაიგზავნება.
სტატისტიკამ აჩვენა, რომ ტექნიკური დათვალიერების გასავლელად მძღოლების ნაწილი არაკეთილსინდისიერ ერთჯერად მეთოდებს მიმართავს.