ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს პოზიცია

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ იმ რეგულაციაზე ისაუბრა, რომელიც აგრესიული ჯიშის ძაღლის მეპატრონეებს უნდა შეეხოს. მათი განცხადებით, ბოლო პერიოდში მომატებულია ადამიანზე თავდასხმის შემთხვევები. პრევენციისთვის კი საუბრობენ კანონის ამოქმედებაზე, რითაც მოსახლეობა დაცული იქნება. ისინი მიიჩნევენ, რომ უნდა შეიქმნას აგრესიული ჯიშების ნუსხა. დღეს არსებული რეგულაციით, აგრესიული ჯიშის ძაღლის მეპატრონემ, დილის შვიდიდან ღამის თერთმეტ საათამდე ძაღლი გრძელი საბლით და ალიკაპით უნდა გაასეირნოს, გამონაკლისია სპეციალურად შექმნილი რეკრეაციული ზონა.

ხელვაჩაურში 4 წლის ბავშვი, რომელიც ძაღლმა დაკბინა, კლინიკაშია მოთავსებული. ოჯახის წევრების თქმით, ბავშვს დაზიანებები სახისა და კისრის არეში აქვს მიყენებული, მას უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.