მალე ეკრანებზე ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვა.
რეჟისორი ფიქრობს, რომ მის ნამუშევარში საკუთარ თავს არაერთი მამაკაცი ამოიცნობს. 15-წუთიან ფილმში მოქმედება ავტომობილში ვითარდება.
გადაღებები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კინოსურათი უკვე დასრულებულია და უახლოეს მომავალში საფესტივალო ცხოვრებას დაიწყებს.