„ყინვა და პატარა მოწაფე“ - გიორგი ოვაშვილის ფილმის პრემიერა

„ყინვა და პატარა მოწაფე“ –  ასე ჰქვია გიორგი ოვაშვილის მიერ შექმნილ მხატვრულ მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომლის საპრემიერო ჩვენებაც კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა. ფილმი რამდენიმე ქვეყნის, კერძოდ – საქართველოს, გერმანიის, ისრაელის, ირანის, თურქეთისა და ყირგიზეთის კინემატოგრაფისტების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია და მისი შექმნის იდეა ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლომოურის ამავე სახელწოდების ლექსიდან დაიბადა.

კინოჩვენების პარალელურად, ფილმის წარმოების დიზაინერისა და მხატვრის – ნინო ჩაკვეტაძის ის ნახატები გამოიფინა, რომელიც ხელოვანმა უშუალოდ „ყინვა და პატარა მოწაფისთვის“ შექმნა.