ახალი შესაძლებლობა ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ პროგრამას დაიწყებს. საუბარია ინდივიდუალურ ექსპო-გრანტზე, რომელიც კომპანიებს საშუალებას მისცემს, რომ საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისთვის და ახალი საექსპორტო ბაზრების მოსაძიებლად მათ მიერვე შერჩეულ საერთაშორისო გამოფენებში ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა. პროგრამა ფინანსურ დახმარებას და გამოფენებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს.