ახალგაზრდებს ზაფხულში სპორტულ აქტივობებში უფასოდ ჩართვის შანსი უჩნდებათ.
თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშესაწყობად ახალ პროგრამას იწყებს. შეიქმნა ვებ-გვერდი, სადაც დაინტერესებულ მსურველებს დარეგისტრირება დღეიდან შეეძლებათ. საზაფხულო პროგრამა სხვადახვა აუზით სარგებლობას, ბანაკების მოწყობას, სპორტის სხვადასხვა მიმართულებით გუნდური შეჯიბრებების გამართვას და საგანმანათლებლო აქტივობებს გულისხმობს.