საქართველოს ისტორიული გამარჯვება - ზეიმი რეგიონებში

საქართველოს ისტორიული გამარჯვება თბილისის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნეს. მხურვალე ემოციები, შეძახილები, ტაში, ფოიერვერკი და ავტომობილების კოლონა საქართველოს ქალაქებში რამდენიმე საათს გაგრძელდა. ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, გორისა და თელავის ცენტრებში ასობით ადამიანი იყო შეკრებილი. გულშემატკივრებმა მატჩს სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე ერთად უყურეს. საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას, მოქალაქეები ერთმანეთს შეძახილებით ულოცავდნენ.