პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ახალ პარტიას აფუძნებენ. პარტიის პირველი ყრილობა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ამ წუთებში იწყება. „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ – ასეთი იქნება პარტიის სახელწოდება.
ახალი პოლიტიკურ ძალის დამფუძნებელები კი არიან: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე, ასევე საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი.
დღევანდელ პრეზენტაციაზე დელეგატები პარტიის თავმჯდომარეს, გენერალურ მდივანსა და სხვა თანამდებობის პირებს აირჩევენ.