ახალი პარტიის დაფუძნება

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ახალ პარტიას აფუძნებენ. პარტიის პირველი ყრილობა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ამ წუთებში იწყება.  „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ – ასეთი იქნება პარტიის სახელწოდება.

ახალი პოლიტიკურ ძალის დამფუძნებელები კი არიან: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი,  ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და  გედევან ფოფხაძე, ასევე საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი.

დღევანდელ პრეზენტაციაზე დელეგატები პარტიის თავმჯდომარეს, გენერალურ მდივანსა და სხვა   თანამდებობის პირებს აირჩევენ.