„უხერხემლო“ – მალე ეკრანებზე ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვა.
ალექსანდრე ჩიღვინაძის პიესის მიხედვით შექმნილი ნახევარ საათიანი ფილმი ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში მცხოვრები ოჯახის მაგალითზე საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებსა და განსხვავებულ შეხედულებებზე გვიყვება.
კინოსურათში მთავარი აქცენტი ადამიანურ ურთიერთობებზე და იმ მიუღებლობაზეა, რაც უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში არსებობს. ფილმზე მუშაობა ერთ თვეში დასრულდება, რის შემდეგაც „უხერხემლო“ აქტიურ საფესტივალო ცხოვრებას დაიწყებს.