„იხვებზე ნადირობა“ - ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი

ქართველი რეჟისორის სოციალური დრამა.

ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით „იხვებზე ნადირობა“ თანამედროვეობის გამოწვევებზეა.

გიორგი ქობალიას საკუთარ ნამუშევარში იმ განცდების გადმოცემა სურს, რომლებიც ადამიანებს შემთხვევით ჩადენილი დანაშაულის დროს ეუფლებათ.

რეჟისორმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი სცენარის და დაფინანსების გარეშე ორ დღეში გადაიღო. სოციალური დრამა ახლა საფესტივალო ცხოვრებისთვის ემზადება. მასშტაბურ პრემიერამდე დაგეგმილია სურათის ვებ-პლატფორმებზე განთავსება და სხვადასხვა ქართულ ფესტივალზე ჩვენება.