ახალი ქართული ფილმი

მალე ეკრანებზე ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვა.

ლევან სიხარულიძემ საკუთარ ნამუშევარში გურიის ერთი სოფლის ტრადიცია გააცოცხლა. მოქმედება სოფელ შუხუთში მიმდინარეობს, მსახიობები კი სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლები არიან.

ფილმზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. კინოსურათის საბოლოო ვერსია მზად რამდენიმე თვეში იქნება და რეჟისორის გადაწყვეტილებით მას პირველად სწორედ შუხუთში ნახავენ.