ახალციხის ცხელების ცენტრიდან „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული შუახნის მამაკაცი, გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ცენტრის დირექტორმა, გიორგი ბარძიმაძემ განუცხადა. მისი თქმით, ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმე არ არის და ის არც რისკჯგუფში შედის. ამასთან, ბარძიმაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია მამაკაცის დაინფიცირების წყარო და ასევე ის, მიეკუთვნება თუ არა პაციენტი რომელიმე არსებულ კლასტერს.
მისივე ინფორმაციით, მამაკაცი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს, გორში კი დღეს გადაიყვანეს.