კორონავირუსის გავრცელების ტემპი მსოფლიოში სულ უფრო მატულობს. პანდემიის ეპიცენტრად ამერიკის შეერთებული შტატები რჩება. ლეტალური შემთხვევებით მეორე ადგილს კვლავ იტალია იკავებს. მსოფლიო მასშტაბით, კოორნავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 156 ათასს გადააჭარბა. სულ კოვიდ-19 ორ მილიონ 270 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელებულია 580 ათასი პაციენტი.