42 ახალი შემთხვევა ერთ დღეში – დღევანდელი მაჩვენებელი რეკორდულია. დღემდე ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა – ანუ 30 პაციენტი ორი დღის წინ დაფიქსირდა, თუმცა დღევანდელი მონაცემი ამ მაჩვენებელსაც გადასცდა. ეს ნიშნავს, რომ დაავადების გავრცელების სისწრაფე სულ უფრო იზრდება და საშიშროება იმატებს. საბედნიეროდ, გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა და ის უკვე 76-ს შეადგენს. დღევანდელი დადასტურებული შემთხვევებიდან რვა ბოლნისიდანაა, პირველი ფაქტი დაფიქსირდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, დაბა ახალდაბაში. რამდენიმე ახალ პაციენტთან პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება. ამ ყველაფრის ფონზე ქვეყანაში ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის 234 ფაქტია დაფიქსირებული.