რუმინეთში კოვიდ-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 67 წლის მამაკაცი, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა. დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა თურქეთში. თუმცა, ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ იტალიაშია, სადაც ბოლო 24 საათში თითქმის 800 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის 30 სასულიერო პირია. რთული ვითარებაა ესპანეთშიც, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 26 ათასია, დაღუპულია 1 381 ადამიანი.
562 ადამიანი ემსხვერპლა ვირუსს საფრანგეთში. ინფიცირებულთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა ამერიკაში, გარდაცვლილია 323 ადამიანი. ირანში კი ვირუსით 1 556 ადამიანი დაიღუპა. მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ სულ 300 ათასს გადააჭარბა. განიკურნა 92 378 ადამიანი.