ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება შესაძლოა მოტოციკლეტების და მოპედების მძღოლებსაც მისცენ.
ინიციატივა მხოლოდ დედაქალაქზე ვრცელდება. შესაბამისი წინადადებით მერია პარლამენტში უახლოეს პერიოდში მიმართავს. სიახლის დანერგვას კანონში ცვლილების შეტანა სჭირდება. განხილვა, სავარაუდოდ, ხმაურიანი იქნება. ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს ექსპერტების ნაწილიც, რომელთა აზრით, ბასლაინებში ახალი სატრანსპორტო საშუალებების დამატება ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას გაზრდის.