„ახალი ბანას“ პროექტი

ქართული დამწერლობის განვითარების ისტორია და თანამედროვეობა – „ახალი ბანას“ პროექტის მხარდასაჭერად, კალიგრაფ დავით მაისურაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მასთან ერთად, ექსპოზიციაზე კიდევ ოთხი კალიგრაფის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. დღის განმავლობაში სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის ტერიტორიაზე ჩატარდება საჯარო ლექცია და მასტერკლასი, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.