დედაქალაქში ავტობუსების პარკი გაიზარდა.
შემოყვანილია გერმანული კომპანია „მანის“ 18-მეტრიანი 25 ავტობუსი. ეს ნიშნავს, რომ თბილისის მოსახლეობას ამ ტიპის უკვე 100 სატრანსპორტო საშუალება მოემსახურება. მომავალში კიდევ „მანის“ ფირმის 100 ავტობუსის დამატება იგეგმება. გაზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები თანამედროვე ფუნქციებითაა აღჭურვილი და 162 მგზავრზეა გათვალისწინებული.