ახალი ავიარეისები ევროპის მიმართულებით

კიდევ ერთი ცნობილი კომპანია ქართულ ავიაბაზარზე.

საქართველოში ოპერირებას იწყებს „ტრანსავია ფრანსი“. 18 წლის წინ დაფუძნებული დაბალ ბიუჯეტური კომპანია საქართველოს და საფრანგეთის დედაქალაქებს შორის გაზაფხულიდან პირდაპირ რეისებს შეასრულებს. ხელმისაწვდომი ფასების გამო პარიზიდან ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო ზრდას ელოდებიან. „ტრანსავია ფრანსი“ „ეარ ფრანსის“ და ჰოლანდიური „ტრანსავიას“ მფლობელობაშია.