ლარის კურსი

უკვე ერთ კვირაზე მეტია, ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ოფიციალური კურსით, ერთი დოლარის ღირებულება 3,37 ლარს შეადგენს. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი ერთი დოლარის ყიდვა 3,38 ლარად არის შესაძლებელი.

სპეციალისტები ეროვნული ვალუტის გაუფასურებას რამდენიმე მიზეზით ხსნიან. სოსო არჩვაძის თქმით, საგარეო შოკებთან ერთად, ლარის ვარდნაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურისტული ნაკადების სიმცირე. 2021 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ეროვნულმა ბანკმა ოთხი ინტერვენცია განახორციელა და ბაზარს ჯამში 160 მილიონი დოლარი მიაწოდა, თუმცა ლარის გაუფასურების ტენდენცია მაინც გრძელდება.