შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში 

ეკონომიკის სამინისტროში ტურისტული ნაკადების გაზრდისა და ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი პოლონეთის ტურიზმისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩიც ესწრებოდა.