ტურისტები საქართველოდან

თურქეთი, ეგვიპტე, იტალია – ასეთია იმ ქვეყნების სამეული, სადაც ქართველები ყველაზე ხშირად მოგზაურობენ.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოდან ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ყველაზე დიდი მოთხოვნა საფრანგეთსა და ესპანეთზეა. ტურისტული კომპანიები ავია-რეისების კიდევ უფრო დატვირთვას ელოდებიან. მითუმეტეს, რომ უახლოეს პერიოდში თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ევროპის რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება.