ვიზიტორების გაზრდილი მაჩვენებელი  

საქართველომ 2018 წელს თითქმის 8 მილიონ 680 000 საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო.

სტატისტიკა წინა წლის მონაცემებს მკვეთრად აჭარბებს. ლიდერ ქვეყნებს შორის აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი და თურქეთი არიან. ოთხივე მეზობელი ქვეყნიდან საქართველოს მილიონზე მეტი სტუმარი ეწვია. მზარდია ტურისტული ნაკადები სხვა ქვეყნებიდანაც, განსაკუთრებით ევროკავშირიდან. ამ ფონზე მთავრობა ტურიზმის სფეროს გამოწვევებზე საუბრობს, განსაკუთრებული აქცენტი კადრების გადამზადების აუცილებლობაზე კეთდება.