ახალი ამბები თბილისი-ბათუმის რეისზე  

საქართველოს რკინიგზა შიდა ტურიზმის მხარდაჭერის კამპანიას განაგრძობს. პროექტის, „აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად“ ფარგლებში, მაგისტრალური რეისების მგზავრებს საზოგადოებისთვის ცნობილი გზამკვლევები მიყვებიან და საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ საინტერესო ამბებს უყვებიან. ზუგდიდისა და ოზურგეთის შემდეგ, თბილისი-ბათუმის რეისს დღეს დათო გორგილაძე და ნინია მაჭარაშვილი დაემგზავრნენ.