„ახალგაზრდული სტრატეგიის პროექტი“

ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს პირველ სხდომაზე „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის” პროექტი განიხილეს. დღის წესრიგში იყო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევა, თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნა და მათი ხელმძღვანელების არჩევა, ასევე „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის” პროექტის განხილვა. ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს მარიამ ვარდოსანიძე, ხოლო მოადგილედ – ლევან ნადირაძე. სხდომაზე „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის” პროექტიც განიხილეს. პოზიციების შეჯერების შემდეგ გადაწყდა, რომ შენიშვნები დოკუმენტში შემდგომი ასახვის მიზნით, ახალგაზრდობის სააგენტოს წარედგინება.