როგორ ესახება მთავრობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების უფრო აქტიურად ჩართვა-განათლების მინისტრმა ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარმოადგინა.
განსაკუთრებული აქცენტი დასაქმების და ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამებზე კეთდება. ამ კუთხით წელს რამდენიმე სიახლე იგეგმება, გეგმა თემატური ღონისძიებების მოწყობას და უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობით ახალგაზრდული ფესტივალის გამართვასაც გულისხმობს. შემოქმედებითი იდეების რეალიზებისთვის და გრანტების მოსაპოვებლად დაანონსდა თემატური კონკურსების ჩატარებაც. პრიორიტეტად ცხადდება სპორტული აქტივობების ხელშეწყობა.