ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა შაორში – სეზონზე ის 768 ახალგაზრდას რვა ნაკადად მიიღებს. ბანაკი სპეციალური ღონისძიებით გაიხსნა. შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, საღამოს ბოლოს კი „თეატრალურის კვარტეტისა“ და დავით შანიძის კონცერტი გაიმართა. ბანაკის მიზანია ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა; არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.