ახალციხემ „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ ფორუმს უმასპინძლა

„სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველ  ყოველწლიურ  ფორუმს დღეს ახალციხემ უმასპინძლა. ფორუმზე სიტყვით საქართველოს პრემიერი გამოვიდა.

გიორგი კვირიკაშვილმა  ახალგაზრდების აქტიურობისა და ქვეყნის განვითარების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ფორუმის ინიციატივას დინამიური განვითარება მოჰყვება და მასში აქტიურად ჩაერთვებიან, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის რეფორმის შედეგად, რეგიონებში გაცილებით მეტი საშუალება შეიქმნება ახალგაზრდების დასაქმებისა და მათი პოტენციალის გამოვლენისთვის.