აჯიაშვილის პრემიის გამარჯვებულები

მწერალთა სახლში ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ხუთი წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ, კონკურსში შესული ოთხასამდე ნამუშევრიდან გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოავლინა. საუკეთესო პოეტურ და პროზაულ თარგმანსა და ნაწარმოებს შორის, ჟიურიმ წლის რჩეული იუბილარი მწერალიც დააჯილდოვა. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და სიგელები გადაეცათ.